ადოლფ ჰიტლერის აკვარელით შესრულებული ნახატი აშშ-ში აქუციონზე 26 მარტს გაიყიდება. ამის შესახებ The Guardian-ი იუწყება. ნატურმორტის საწყისი ფასი 30 ათას დოლარს შეადგენს.
ნახატზე გამოსახულია ცისფერი ფაიფურის ქოთანი წითელი, ნარინჯისფერი და ვარდისფერი ყვავილებით.
ნატურმორტი მანამდე სამუელ მორგენშტერნის გალერეას ეკუთვნოდა, რომელიც 1911 წლიდან რაიხის მომავალი ბელადის ნახატებს ყიდდა, და მას საარსებო თანხის გამომუშავებაში ეხმარებოდა. ხელისუფლებაში ჰიტლერის მოსვლის შემდეგ, მორგენშტერნს გალერეა ჩამოართვეს და პოლონეთში ლოძის გეტოში გადაასახლეს, სადაც 1943 წელს გარდაიცვალა.
ჰიტლერი ბავშვობიდანვე გატაცებული იყო ფერწერით, ახალგაზრდობაში ორი ათასამდე ნახატი შექმნა. 1900-იანი წლების ბოლოს ის წარუმატებლად ცდილობდა ვენის სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებას. ბოლოს მან ეს წარუმატებელი მცდელობები შეწყვიტა და პირველ მსოფლიო ომში მოხალისედ წავიდა, რის შემდეგაც პოლიტიკაში ძალების მოსინჯვა გადაწყვიტა.
მასალის გამოყენების პირობები