ზუგდიდში დევნილი ოჯახებისთვის 14 კერძო სახლი აშენდება
12:03 / 25.03.2015
დანიის ლტოლვილთა საბჭოს და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დევნილი ოჯახებისთვის 14 კერძო სახლი აშენდება. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს დანიის ლტოლვილთა საბჭოს ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ბლერიმ მუჰაჯერიმ და აჭარისა და სამეგრელო- ზემო სავანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსმა დავით ნარსიამ გააცნეს.
ბლერიმ მუჰაჯერის განმარტებით, დანიის საბჭომ კრიტერიუმები, რომლის მიხედვით მოხდება დევნილებისთვის სახლების მშენებლობა, დევნილთა სამინისტროსთან ერთად შეიმუშავა. მისივე თქმით, ოჯახების შერჩევა შესაბამისი ქულებისა და კრიტერიუმების მიხედვით მოხდება.
"ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმის მიხედვით, დევნილი ოჯახი აუცილებლად მიწის ნაკვეთს უნდა ფლობდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. სამი ტიპის სახლები აშენდება: პატარა - 36 კვ/მ, საშუალო - 41 კვ/მ, რომელიც გათვლილი იქნება 3-4 ადამიანზე და უფრო დიდი ზომი - 51 კვ/მ, 5-6 ადამიანზე გათვლილი. დევნილი ოჯახების შერჩევის პროცესი გამჭვირვალე იქნება", - თქვა ბლერიმ მუჰაჯერიმ.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები