დღეს, ზუგდიდში, ლომთათიძის ქუჩაზე, ფაჩუაშვილების საცხოვრებლი სახლის ეზოში მგელი შევიდა. მოსახლეობამ თავდაპირველად გარეული ცხოველი საბავშვო ბაღის ეზოში შეამჩნია და ამის შესახებ საგანგებო სამსახურს დაუყონებლივ შეატყობინა.
საგანგებო სამსახურის მისვლამდე, ლომთათიძის ქუჩის მცხოვრებლები იძულებულნი იყვნენ მგელი მოეკლათ, რადგან, მათი განმარტებით, მტაცებელს ცოფის ნიშნები ეტყობოდა.
ლომთათიძის ქუჩის მოსახლეობა სადეზინფექციო ღონისძიებების ჩატარებას ითხოვს.
მასალის გამოყენების პირობები