რუბრიკები
ოკუპირებული აფხაზეთის მოქალაქის ახალი პასპორტი 135 რუბლი ეღირება

2015 წლის 1 აგვისტოდან 2016 წლის 30 იანვრამდე ოკუპირებულ აფხაზეთში 250 ათასამდე ე. წ. აფხაზეთის მოქალაქის პასპორტის გაცემა იგეგმება.

ამის შესახებ, ახალი ნიმუშის პასპორტების პრეზენტაციაზე, რუსული სახელმწიფო კომპანია ,,გოზნაკ”-ის გენერალურმა დირექტორმა ვიქტორ ბარილკინმა განაცხადა.მისი თქმით, პასპორტების ესკიზები აფხაზმა მხატვრებმა შექმნეს და მათ კომპანიას დასამუშავებლად გადაუგზავნეს. აფხაზეთის მოქალაქის ახალი პასპორტების და ბინადრობის უფლების საბოლოო ვარიანტის ნიმუშები კი ბარილკინმა სოხუმში თავად ჩაიტანა და ოკუპირებული აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტს წარუდგინა."ჩვენთვის ეს დიდი პატივია. აფხაზ პარტნიორებთან მუშაობა გულწრფელად გვსიამოვნებს.” - აღნიშნა კომპანია ,,გოზნაკ”-ის გენერალურმა დირექტორმა."

როგორც ბარილკინი აცხადებს, ახალი ნიმუშის პასპორტები უცვეთობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა და მფლობელის პერსონალური მონაცემებიც თანამედროვე უსაფრთხოების ტექნოლოგიების გამოყენებით მეტად დაცული იქნება.ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობის წევრებმა წარდგენილი ნიმუშები მოიწონეს.

ოკუპირებული აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტში შესაბამისი ორგანოებისთვის ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის ისეთი საშუალებების პრეზენტაციაც მოეწყო, რომელიც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის პროცესში გამოიყენება. გაეცნენ, ასევე, საპასპორტო კონტროლის ახალ სისტემებსაც.

პასპორტიზაციის პროცესის გასამარტივებლად, ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქებასა და რაიონებში სულ 13 პუნქტი გაიხსნება, სადაც დოკუმენტების მიღება-გაცემა იქნება შესაძლებელი. "ამ პუნქტებში ყველა ჩვენს თანამოქალაქეს შეეძლება ჩააბაროს საბუთები, დაწეროს განცხადება და აფხაზეთის მოქალაქის პასპორტი ან ბინადრობის ნებართვა აიღოს.” - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის პრემიერ-მინიტრის მოვალეობის შემსრულებელმა შამილ აძინბამ. მისი განმარტებით, ახალი პასპორტების საფასური მხოლოდ 135 რუბლი იქნება, ხოლო ბინადრობის უფლების მოპოვება 188 რუბლი ეღირება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.