ორლანდო ბლუმი და მირანდა კერი კვლავ ერთად არიან. როგორც ანონიმურმა წყარომ ჟურნალ OK!-ს შეატყობინა, წყვილი ერთად დიდ დროს ატარებს.
„ისინი სიამოვნებით ატარებენ დროს ერთად, – განაცხადა ინფორმატორმა.- ყოველთვის, როცა ამის შესაძლებლობა ჩნდება. ისინი ამტკიცებენ, რომ ეს მათი ვაჟისთვის კარგია“.
შეგახსენებთ, რომ მირანდამ და ორლანდომ ურთიერთობა 2007 წელს დაიწყეს. 2010-ში ისინი დაქორწინდნენ, ხოლო 2013 წლის თებერვალში განქორწინება გადაწყვიტეს. წყვილს 4 წლის შვილი ფლინი ჰყავს.
დაშორების შემდეგ, მირანდას და ორლანდოს სხვადასხვა ადამიანებთან რომანებს აწერდნენ. დადიოდა ჭორები, რომ მოდელი ავსტრალიელ ბიზნესმენ ჯეიმს პარკერს ხვდებოდა, ხოლო მსახიობი კი სელენა გომესთან ატარებდა დროს, მაგრამ ამ ჭორებს ოფიციალური დასტური არ მოჰყოლია.
გასულ თვეს მირანდა და ორლანდო Vanity Fair-ის „ოსკარის“ ცერემონიისადმი მიძღვნილ წვეულებაზე შეხვდნენ. თვითმხილველთა თქმით, წყვილმა ღირსშესანიშნაობა ერთად დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები