რუბრიკები
მწერალი გურამ დოჩანაშვილი იუბილეს ზუგდიდში აღნიშნავს
ქართველი მწერალი გურამ დოჩანაშვილი საკუთარ დაბადების დღეს  ზუგდიდში აღნიშნავს.  მწერალი მეუღლე ნათელა სეფიაშვილთან ერთად,ზუგდიდში ალექსანდრე ღურწკაიას საბუნებისმეტყველო გიმნაზიას სტუმრობდა.მოსწავლეებმა მწერალს  სადღესასწაულო მიღება მოუწყვეს. საგანმანათლებლო დაწესებულების ფასადს ახალი წიგნი გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი“ შეემატა.  გიმნაზიის დირექტორმა ჯამბული ნაჭყებიამ მწერალს მოზარდი თაობის აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური ჯილდო, მოოქროვილი სამკერდე ნიშანი და დიპლომი გადასცა. გურამ დოჩანაშვილი დღეს შეხვედრას გამართავს არტ-გალერეაში, 17:00 საათზე კულტურის ცენტრ „ოდიშის“ საკონცერტო დარბაზში კი მწერლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება. 

დოჩანაშვილი დაიბადა 1939 წლის 26 მარტს თბილისში.

გურამ დოჩანაშვილის შემოქმედების მთავარი თემებია სიყვარული, სიკეთე, შეუპოვარი ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ და თავისუფლებისკენ სწრაფვა. გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება თარგმნილია მრავალ ენაზე, მისი ნაწარმოებები საფუძვლად დაედო ცნობილ კინოფილმებსა და ტელესპექტაკლებს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.