რუბრიკები
გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება მომავალი წლიდან შეწყდება

გალის რაიონის 11 სკოლა მომავალი სასწავლო წლიდან სწავლების აფხაზურ პროგრამაზე გადავა. ამის შესახებ გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ სოხუმში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა."იზრდება თაობა, რომელმაც საქართველოსკენ კი არ უნდა გაიწიოს, არამედ, ჩვენთან ერთად აფხაზური სახელმწიფო უნდა აშენოს. დღეს რაიონის 11 სკოლაში სწავლება საქართველოს საგანმანათლებლო პროგრამით, მხოლოდ ქართულ ენაზე მიმდინარეობს.” - აღნიშნა მან.

მისი თქმით, სკოლის დამთავრების შემდეგ, ის მოსწავლეები, რომლებმაც მხოლოდ ქართული სახელმძღვანელოებით მიიღეს განათლება, აფხაზეთს სარგებლობას ვერ მოუტანენ. ნადარაიას მიაჩნია, რომ გალის რაიონის სკოლებში შეუძლებელია სწავლება მომავალშიც იმ წიგნებით გაგრძელდეს, რომელშიც წერია, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია.

ადმინსტრაციის ხელმძღვანელმა აფხაზ ჟურნალისტებს აუწყა, რომ 2015 წლის სექტემბრისთვის, როცა ახალი სასწავლო წელი დაიწყება, გალის რაიონის ის სკოლები, სადაც დღეს ქართულ ენაზე სწავლება მიმდინარეობს, აფხაზურ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადავლენ. მან გალის რაიონის განათლების განყოფილების გამგე მკაცრად გააფრთხილა და დაავალა, რომ ისინი აუცილებლად აფხაზურ სასწავლო პროგრამაზე გადაერთონ და მხოლოდ ოკუპირებული აფხაზეთის განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სახელმძღვანელოები გამოიყენონ.

ქართული სახელმძღვანელოების წინააღმდეგ, ორიოდე კვირის წინ, გალში ჩასული რაულ ხაჯიმბაც გამოვიდა და გალის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ქართული მხარის იდეოლოგიის მატარებელ წიგნებს ისინი ვერ შეეგუებიან, თუმცა მშობლიური ენის შესწავლას არავის აუკრძალავენ.

ნადარაიას დღევანდელი გამოსვლის შემდეგ, უცნობია, მომავალი წლიდან რა ფორმით და სტატუსით მოხდება გალის რაიონის სკოლებში ქართული ენის შესწავლა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.