McDonald’s-მა ტანსაცმლის და სახლის ნივთების ოფიციალური ხაზები გაუშვა. ახლა „ბიგ-მაკის“ ტარებაა უკვე შესაძლებელი.
McDonald’s-ის კოლექციაში შედის ლაბადები, ჩექმები, შპალერები და სხვა საქონელი, „ბიგ-მაკის“ ორნამენტებით. თემატური პროდუქცია ამ კვირაში კომპანიამ სკოტჰოლმში წარმოადგინა და მისი რეალიზაცია Big Mac –ის შვედურ ონლაინ-მაღაზიაში ხდება.
კოლექციის გაშვება მოხდა კამპანია imlovingit24-ის ფარგლებში, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტარდება. სტოკჰოლმში „მოდების ჩვენება“ გაიმართა, მადრიდში - „ბიგ-მაკის“ უზარმაზარი პაზლი ააწყვეს. აქციები ასევე გაიმართა სიდნეიში და ლონდონშიც.
მასალის გამოყენების პირობები