“შიმშილის თამაშების” სცენარისტი პიტერ კრეგი კიდევ ერთხელ ერთიანდება ჯენიფერ ლოურენსთან! ისინი ახალი ფილმის “ესაა ჩემი საქმიანობა” შექმნაში მიიღებენ მონაწილეობას. ომის დრამა ლინსი ადარიოს მემუარებს “ესაა ჩემი საქმიანობა: ფოტოგრაფის ცხოვრება ომსა და სიყვარულში” დაეფუძნება.
სიუჟეტი მოგვიყვება იმ ფოტოგრაფის გამოცდილებაზე, რომელმაც ავღანეთსა და სხვა ცხელ წერტილებში მიმდინარე ომი კადრებზე აღბეჭდა. ლინსი ქალი ფოტოგრაფების ერთ-ერთი იშვიათი წარმომადგენელია, რომელიც ერთხელ ტყვეობაშიც კი აღმოჩნდა. მის როლს ჯენიფერ ლოურენსი შეასრულებს.
მანამდეც გაცნობეთ, რომ დრამას სტივენ სპილბერგი გადაიღებს. როგორც ჩანს, რეჟისორს ძალიან, ძალიან დატვირთული და პროდუქტიული სამუშაო წელი ელის. ახალი სურათის პროდუსერი ენდრიუ ლაზარი იქნება.
ჯენიფერ ლოურენსი და პიტერ კრეგი ჯერ კიდევ მუშაობენ “შიმშილის თამაშების” უკანასკნელ ნაწილზე “კაჭკაჭჯაფარა 2″, რომელიც კინოეკრანებზე 20 ნოემბერს გამოვა.
მასალის გამოყენების პირობები