ფილმ The BFG-ის გამოსვლის შემდეგ, რომელიც 2016 წლის ზაფხულშია დაგეგმილი, სტივენ სპილბერგი სამეცნიერო-ფანტასტიკური სურათის „მოემზადოს პირველი მოთამაშე“ გადაღებას შეუდგება. ფილმის სიუჟეტი დაფუძნებული იქნება ერნესტ კლაინის ამავე სახელწოდების რომანზე და მას სტუდია Warner Bros-ი გადაიღებს. ამის შესახებ გამოცემა Comingsoon-ი წერს.
კლაინის ნაწარმოებში მოქმედება უახლოეს მომავალში გლობალური კრიზისის დროს ვითარდება. კაცობრიობის მნიშვნელოვანი ნაწილი ცდილობს დაემალოს ულმობელ რეალობას ვირტუალურ უტოპიაში სახელწოდებით ოაზისი, სადაც ყოველ მათგანს ცხოვრების იდეალური ალტერნატივის შანსი ეძლევა. მთავარი გმირი უეიდ უოტსი გადაწყვეტს მონაწილეობა მიიღოს ვირტუალურ თამაშში, რომლის გამარჯვებულსაც ოაზისის მომაკვდავი მფლობელის დიდი ქონება შეხვდება. გმირს უამრავ მოწინააღმდგესთან მოუწევს შეხვედრა, რომლებიც ყველაფერს გააკეთბენ იმისათვის, რათა სანუკვარი ნადავლი მოიპოვონ.
რაც შეეხება ფილმს The BFG, სამგზის „ოსკაროსანი“ რეჟისორი ინგლისელი მწერლის როალდ დალის ნაწარმოების მიხედვით იღებს. სიუჟეტის მიხედვით ახალგაზრდა გოგონა, ინგლისის დედოფალი და რობოტი სახელად BFG (Big Friendly Giant - დიდი მეგობრული გოლიათი) ცდილობენ კაციჭამიების შემოსევა შეაჩერონ.
მასალის გამოყენების პირობები