რუბრიკები
გურამ დოჩანაშვილის იუბილე ზუგდიდში (ვიდეო)
26 მარტს, ქართველმა მწერალმა გურამ დოჩანაშვილმა 76 წლის იუბილე ზუგდიდში აღნიშნა. ქართველი კლასიკოსი მწერლისადმი მიძღვნილი საღამო ზუგდიდის კულტურის ცენტრ „ოდიშის“ საკონცერტო დარბაზში გაიმართა. სცენაზე ასულმა მწერალმა ზუგდიდელ მკითხველს თბილი მასპინძლობისათვის მადლობა გადაუხადა და გაანდო, რომ იგი ახალ ნაწარმოებზე მუშაობას უახლოეს მომავალში დაასრულებს. ღონისძიების დასასრულს ქართველ მწერალს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელის ხატი, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტისგან მხატვარ ელენე ფიფიას ნამუშევარი "საქართველო" და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის სახელით მაღალპოლიგრაფიული გამოცემა “დადიანები” საჩუქრად გადაეცა. მწერლის ცნობილი ნაწარმოებია: „სამოსელი პირველი“, „კაცი,რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, „იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი, ანუ გრიშა და მთავარი“, „ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება, ანუ მესამე ძმა კეჟერაძე“ და სხვა. გურამ დოჩანაშვილი ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატია ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ქართველი მწერალი გურამ დოჩანაშვილი 1939 წლის 26 მარტს თბილისში დაიბადა.  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.