რუბრიკები
ირაკლი ღარიბაშვილმა ხობში თხილის ქარხანა დაათვალიერა (ვიდეო)
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს სამეგრელოს რეგიონს სტუმრობს. ირაკლი ღარიბაშვილმა ხობში მდებარე თხილის ქარხანა დაათვალიერა. შპს “ჯორჯიან პროდაქტს რენესანსის” მიერ დაფუძნებული ქარხანა 2013 წელს აშენდა, რაშიც 300 000 აშშ დოლარის მოცულობის ქართული ინვესტიცია ჩაიდო. წარმოების განვითარების მიზნით, ქარხანამ , სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში, 782 000 აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსება მოიპოვა. საწარმომ თანამედროვე, უახლესი მოსახალი და შესაფუთი მანქანა-დანადგარები, აუცლებელი საწარმოო აღჭურვილობა და ნედლეული შეიძინა. საწარმო შპს „ჯორჯიან პროდაქტს რენესანსი“ (დირექტორი ალიკა გაბუნია), ხობის მუნიციპალიტეტში მუშაობს . მასზე გაიცა შეღავათიანი აგრო სესხი 391.166 ლარის ოდენობით. საწარმო ახორციელებს თხილის გადამუშავებას, დღეში 4 ტონის ოდენობით. ამჟამად იქ დასაქმებულია 25 ადამიანი. საწარმოს ხელმძღვანელების განმარტებით, უახლოეს მომავალში იქ 70-მდე ადამიანი დასაქმდება.  ქარხანაში იწარმოება თხილის გული, მოხალული თხილი, ბლანშირებული თხილი და ასევე, ინოვაციური თხილის პროდუქტი-მოხალული, დამარილებული თხილი ნაჭუჭით.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.