რუბრიკები
პრემიერ-მინისტრმა ზუგდიდში სურსათის უვნებლობის სააგენტოს ოფისი გახსნა (ვიდეო)
საქართველოს პრემიერ -მინისტრმა ზუგდიდში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს ახალი ოფისი გახსნა. თანამედროვე სტანდარტების,უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ოფისის გახსნას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია,სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზაზა დოლიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. რეგიონულ სამმართველოში სულ 35 ადამიანია დასაქმებული, სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალ ოფისში კი 12 ადგილობრივი დასაქმდება. „ჩვენ გვინდა, რომ ეს რეგიონი გახდეს სამაგალითო, სამეგრელოში არის უზარმაზარი პოტენციალი, როგორც ბუნებრივი, ისე ადამიანური რესურსი, რომელსაც სჭირდება ეფექტიანი გამოყენება. გასულ წელს ჩვენი ძალისხმევითა და ბიზნესის დახმარებით რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ინვესტიცია შემოვიდა სამეგრელოში. წელს ველოდებით უფრო მეტს. დღეს გავხსენით სურსათის უვნებლობის რეგიონული ოფისი, ასევე დღეს ვიყავი თხილის გადამამუშავებელ ახალ საწარმოში, სადაც ახალგაზრდა მეწარმეები არიან. მათ მიიღეს დაფინანსება სახელმწიფოსგან 700 თასი ლარის ოდენობის. ეს არის ძალიან ხელშესახები მაგალითები, რომელიც განვახორციელეთ ბიზნესსექტორთან ერთად. ყველაფერი გეგმის მიხედვით ვითარდება და გავაკეთებთ ყველაფერს, რათა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მეწარმეობის განვითარებას რეგიონში,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. რეგიონული სამსახური უზრუნველყოფს მავნე სურსათის გამოვლენა-განადგურებას და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვას მავნე ორგანიზმებისგან.  ახალი შენობა ზუგდიდში აგრარული სექტორის ყოვლისმომცველი განვითარების ფონდის დაფინანსებით აშენდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.