ხობში პრემიერ-მინისტრს მოსახლეობის ნაწილმა პროტესტის ნიშნად, წითელი ბარათები დაახვედრა. ისინი პრემიერ-მინისტრთან საუბარს ითხოვდნენ, თუმცა აქვე განუმარტეს, რომ მათთან შეხვედრა არ იყო დაგეგმილი.
ხობის მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ მთავრობამ მათ დაპირებები ვერ შეუსრულა და ამიტომ გადაწყვიტეს ჭიშკრებზე წითელი ბარათების დამაგრება. პრემიერ-მინისტრის ჩამოსვლას ანაკლიაში, ასევე წინ უძღოდა საპროტესტო აქცია,
რომელიც 40-მდე ანაკლიელმა გამართა. აქციის მონაწილეებს ხელში წითელი ბარათები ეჭირათ და მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ. აქციის ერთ-ერთი მონაწილის ეკა გვილიას თქმით, ანაკლიაში შეჩერდა მშენებლობები, არ იმართება კულტურული ღონისძიებები, რის შედეგადაც აქ ჩამოსვლის მსურველთა რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია. აქციის მონაწილეები ანაკლიაში ფესტივალების ჩატარებას ითხოვდნენ.
საპროტესტო აქცია ანაკლიაში პრემიერ- მინისტრის ჩამოსვლამდე დაიშალა.
მასალის გამოყენების პირობები