შემადგენლობა:
1.5 კგ კარტოფილი
3 ც ბულგარული წიწაკა
2 ც ხახვი
4 კბილი ნიორი
1 ც ცხარე წიწაკა
5 ს.კ. ზეითუნის ზეთი
1 ს.კ. ვაშლის ძმარი
1 ს.კ. პაპრიკა
1 ჩ.კ. ტიმიანი
მარილი, შავი წიწაკა
მომზადების წესი:
კარტოფილი გავფრცქვნათ და მოვხარშოთ მარილ წყალში. ხახვი დავჭრათ კუბიკებად. წიწაკა გავასუფთავოთ და დავჭრათ კუბიკებად, როგორც ხახვი. დავაქუცმაცოთ ცხარე წიწაკა და ნიორი. შევურიოთ ზეთი, ძმარი და სპეციები. გაგრილებული კარტოფილი დავჭრათ კუბიკებად. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი და შევწვათ კარტოფილი ხრაშუნა კანის მიღებამდე. დავამატოთ ხახვი და წიწაკა კარტოფილს, გადავურიოთ და ვამზადოთ 7–9 წთ–ი. შევურიოთ ცხარე სოუსი კარტოფილს, გადავურიოტ და ვამზადოტ კიდევ 2 წთ–ი.
მასალის გამოყენების პირობები