რუბრიკები
Facebook Messenger-ით ნივთის შეძენა Like-ით გახდება შესაძლებელი
Facebook -ი გეგმავს, რომ თავის მესინჯერს მობილურისთვის ახალი ოპცია დაამატოს. კერძოდ ეს იქნება დაჯავშნა, ონლაინ-შეკვეთებისთვის თვალყურის დევნება და ასევე ვიდეოს გადაგზავნა. Facebook-მა განაცხადა, რომ მესინჯერს, Messenger Platform-ის საშუალებით დაახლოებით 40 აპლიკაციას დაუმატებენ, მათ შორის ელექტრონული კომერციით დაკავებულ Zulily Inc-ს და Everlane-ს. სოციალური ქსელის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მომხმარებლებს შესთავაზებენ, რომ ონლაინ საქონელი Like-ის გაგზავნით შეიძინონ. ამ ინიციატივას ხელმძღვანელობს დევიდ მარკუსი, რომელიც Facebook -ში PayPal-დან გადავიდა. გარდა ამისა, კომპანიამ დააანონსა ვიდეოპლეერი, რომელიც მომხმარებლებს და გამომცემლებს Facebook-ში თავიანთ გვერდებზე ვიდეოს განთავსებას გაუადვილებს. სოციალურმა ქსელმა ასევე გაუშვა სერვისი, რომელიც ბიზნესებს მობილური რეკლამის ეფექტიანობის გაზომვის საშუალებას მისცემს. გარდა ამისა, Facebook-მა განაცხადა, რომ თანამშრომლობას იწყებს რამდენიმე გამომცემლობასთან, მათ შორის BuzzFeed-თან. სოციალური ქსელი, ონლაინ-კომენტარებთან მკითხველთა კომენტარებსაც განათავსებს. 2011 წელს გაშვებული Messenger-ის მომხმარებელეთა რაოდენობა ამჟამად 600 მლნ-ია. თავად Facebook-ს კი თვეში მინიმუმ ერთხელ, 1.4 მლრდ ადამიანი ნახულობს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.