“Kids` Choice Awards”-ის დაჯილდოება 28-ე ჯერ შედგა.
ხმის მიცემის გზით 2014 წლის საუკეთესო სურათად „შიმშილის თამაშები: კაჭკაჭჯაფარა. ნაწილი I” დასახელდა.
კატეგორიაში „საუკეთესო ანიმაციური ფილმი“ გამარჯვება „დიდი გმირი 6“-მა მოიპოვა. პრემია ნომინაციაში „საუკეთესო ბოროტმოქმედი“ ანჯელინა ჯოლიმ ფილმში „მალეფისენტი“ როლისთვის მიიღო. მსახიობმა დარბაზში მყოფ ბავშვებს ემოციური სიტყვები მიმართა და მოუწოდა, რომ „არ შეეშინდეთ იყვნენ ისინი, ვინც რეალურად არიან“.
საუკეთესო მსახიობ მამაკაცად ბენ სტილერი დასახელდა, ხოლო სუკეთესო მსახიობი ქალი -ემა სტოუნი გახდა. კატეგორიაში „საუკეთესო ოჯახური სატელევიზიო შოუ“ ჯილდო სერიალმა „ამერიკული ოჯახი“ მიიღო. ნომინაციაში „ყველაზე ჩამთრევი თამაში“ Minecraft-მა გაიმარჯვა.
მძაფრსიუჟეტიანი ფილმების საუკეთესო მსახიობებად ლიამ ჰემსვორტი და ჯენიფერ ლოურენსი დასახელდნენ, ხოლო „საუკეთესო სატელევიზიო მსახიობები“ როს ლინჩი და ლორა მარანო გახდნენ.
მასალის გამოყენების პირობები