Apple-მა განაცხადა, რომ Apple Watch-ი, ლონდონის, პარიზის და ტოკიოს ელიტარულ მაღაზიებშიც გაიყიდება, თავად კომპანიის საფირმო მაღაზიების, Apple Store-ის გარდა.
10 აპრილს, ტექნოლოგიური სიახლე ლონდონის მაღაზია Selfridges-ში გაიყიდება, „გალერი ლაფაიეტში“ პარიზში და Isetan Shinjuku-ში ტოკიოში. ამავე დღიდან დაიწყება შეკვეთების გაფორმება Apple-ის მაღაზიებშიც.
Apple-ის ამ ელიტარული ბუტიკების თაროებზე შეავიწროვებს ისეთი პრემიუმ-ბრენდების საათებს, როგორებიცაა: Cartier, Bulgari, Tag Heuer, Gucci, Montblanc და Longines.
მასალის გამოყენების პირობები