ძლიერმა ქარმა ზუგდიდის პირველი, მესამე და სოფელ რუხის საჯარო სკოლების სახურავები დააზიანა, რის გამოც აღნიშნულ სკოლებში სასწავლო პროცესში შეწყდა.
რესურსცენტრის ხელმძღვანელის გონელ პაპავას ინფორმაციით, პირველ საჯარო სკოლაში საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები სახურავის გამაგრებით სამუშაოებს ამ წუთებში ასრულებენ. მისივე ცნობით, მესამე და სოფელ რუხის საჯარო სკოლების სახურავების აღდგენას განათლების სამინისტრო უზრუნველყოფს.
"პირველი სკოლის სახურავის დაზიანებულ ნაწილს ის სამშენებლო კომპანია აღადგენს, რომელმაც გადახურვითი სამუშაოები შეასრულა. სამუშაო ჯგუფს უახლოეს საათებში ველოდებით. რაც შეეხება აღნიშნულ სკოლებში გაცდენილ საათებს შაბათის ხარჯზე ანაზღაურდება", - განუცხადა რადიო "ათინათს" გონელ პაპავამ.
მასალის გამოყენების პირობები