ჰარისონ ფორდი კლინიკიდან გამოწერეს. 72 წლის მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე დამაკმაყოფილებელია. ჟურნალ
People-ის ინფორმაციით ჰარისონ ფორდი თვითმხილველებმა მანქანის საჭის მართვისას დაინახეს. ის თერაპიულ მკურნალობას სახლში გაივლის.
ფორდი სხეულის მძიმე ტრავმებით საავადმყოფოში 5 მარტს მას შემდეგ მოათავსეს, რაც მისი სამოყვარულო თვითმფრინავი ლოს-ანჯელესში გოლფის მოედანზე ავარიულად დაეშვა. მსახიობს თავის ტრავმა, ასევე ფეხისა და მენჯის მოტეხილობები აღენიშნებოდა.
მასალის გამოყენების პირობები