სამეგრელო- ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს შენობის წინ დევნილთა აქცია დილიდან მიმდინარეობდა. დევნილები აპროტესტებდნენ, იმ ფაქტს,რომ გუშინ გამოქვეყნდა იმ ადამიანთა სიები, რომელთაც თაბუკაშვილის ქუჩაზე უნდა გადასცემოდათ ბინები.
აქციის მონაწილეების განცხადებით, სიებში მოხვდნენ ის პირები, რომლებმაც წინასწარ გადაიხადეს გარკვეული თანხა, ხოლო მათ ვისაც რეალურად ეკუთვნოდა, საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ.
ამ დროისთვის დევნილები ცენტრალური აღმაშენებლის ქუჩის გადაკეტვით იმუქრებიან.
საპროტესტო აქციაში მონაწილე დევნილები აცხადებენ, რომ იმ დევნილებს, რომლებიც სიაში არიან ახალ კორპუსში საცხოვრებლად არ შეუშვებენ.
მასალის გამოყენების პირობები