რუბრიკები
ზუგდიდის მერი სტიქიასთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართავს
"ძლიერმა ქარმა 1-ლი,მე-3 საჯარო სკოლების, აგრეთვე მე-16 საბავშვო ბაღის სახურავის ნაწილი დააზიანა. ქარმა სახურავი გადახადა აგრეთვე რუსთაველის, გაგარინის ქუჩაზე მდებარე კერძო საცხოვრებელ სახლებს. მე-4 სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე კი მაღალი ძაბვის გადამცემი ბოძი დაზიანდა.
ამ წუთებში მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების, ზედამხედველობის, კეთილმოწყობის სამსახურები, მერიის ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინებების საფუძველზე, ახორციელებენ ოპერატიულ გასვლებს. შემთხვევის ადგილებზე გავიდა ქალაქ ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია, ვიცე-მერი გია გულორდავა. მიმდინარეობს სტიქიის შედეგების აღრიცხვა- ლიკვიდაცია. ქალაქ ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია მოსახლეობას სტიქიის შედეგების დროული ლიკვიდაციის მიზნით, თანამშრომლობისაკენ მოუწოდებს". -ამ ინფორმაციას მერიის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
მერიის ცხელი ხაზის ნომერია : 25 15 30.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები