ზუგდიდის მუნუციპალიტეტის სოფლებში ქარშხლის შედეგად დაზიანებული ადგილები მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგიამ მოინახულა. ქარიშხალმა დააზიანა რამდენიმე საჯარო სკოლის, საბავშვო ბაღისა და საცხოვრებელი სახლის სახურავები, ასევე წააქცია ასწლოვანი ხეები, რომლებმაც მიმდებარე ტერიტორიაზე ელექტროსადენები დააზიანეს.
სოფელ ინგირში ქარიშხლმა დააზიანა ასწლოვანი ხეები, რომელიც საფრთხეს უქმნიდა დასახლებულ პუნქტს, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და მიმდინარეობს ხის ნარგავის მოჭრა.
მასალის გამოყენების პირობები