რუბრიკები
მდინარე ტეხურას ნაპირებზე ჯომარდობის პირველი ცენტრი გაიხსნება
წელს მდინარე ტეხურას ნაპირებზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ჯომარდობის ფედერაციის თავმჯდომარის დავით ქაცარავას ერთობლივი ძალისხმევით, დასავლეთ საქართველოში ჯომარდობის პირველი ცენტრი გაიხსნება. „ეს ადგილები მდინარე ტეხურას ნაპირები მიბმულია გოჭკადილის კანიონზე. კი, მართალია, კანიონში მდინარე აბაშა მოედინება, მაგრამ სულ რაღაც 2 კილომეტრში მდინარე ტეხურის ის მონაკვეთია, სადაც სწორედ ჯომარდობის ცენტრის გახსნაა დაგეგმილი“, აცხადებს გამგებელი და დასძენს, რომ წელს აქვე იგეგმება ორი დიდი ტურნირის ჩატარებაც. „ამის სურვილი თავად სპეციალისტებმა იქედან გამომდინარე გამოთქვეს, რომ მდინარე ტეხური ჯომარდობისთვის ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში. ამის დასტურია ისიც, რომ თქვენ ხშირად ნახავთ ავტომანქანებს უცხოური სანომრე ნიშნებით, რომელთა საბარგულებზეც გასაბერი ნავებია მიმაგრებული. ეს ყველაფერი სამომავლოდ გოჭკადილის კანიონის პოპულარიზაციასაც ხელს შეუწყობს,“- ამბობს ალექსანდრე გრიგალავა. მისივე ინფორმაციით, უკვე გამოცხადებულია კანიონის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 3 000 000 ლარის ტენდერი და გამარჯვებულ კომპანიას ექნება ვალდებულება მოაწესრიგოს მიმდებარე ტერიტორია; აშენდება კვების ობიექტები და კეთილმოეწყობა ინფრასტრუქტურა. „აღსანიშნავია, რომ ამ პროექტის განხორციელება და ტურიზმის მიმართულების განვითარება ადგილობრივ ბიუჯეტსაც დამატებით შემოსავლებს მოუტანს,“- აცხადებს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.