მსახიობი საშა ბარონ კოენი მთავარ როლს შეასრულებს ფრედი მერკურის შესახებ გადაღებულ ბიოგრაფიულ ფილმში. ბრიტანელი მსახიობი, რომელიც ცნობილი უცნაური გამოსვლებით გახდა როგორც კინოში, ისე რეალურ ცხოვრებაში, არამარტო ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი, არამედ მისი სცენარისტი და პროდიუსერიც გახდება. აღსანიშნავია, რომ საშა ბარონის ამ ფილმში მონაწილეობა უკვე დიდი ხანია განიხილება, თუმცა მაშინდელმა პრობლემებმა ბრაიან მეისა და მსახიობს შორის, პროექტის შექმნის იდეა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ამჯერად, როგორც ჩანს, პრობლემა მოგვარებულია და მსახიობი გადასაღებ მოედანზე დაბრუნდა.
მასალის გამოყენების პირობები