რეცეპტის ინგრედიენტები:
1 საშუალო ზომის თავი ყვავილოვანი კომბოსტო
3 ცალი ფერად-ფერადი ბულგარული წიწაკა
1 კონა სალათის ფურცლები
1 საშუალო ზომის თავი ხახვი
1 კონა ოხრახუში
ლიმონი
ზეითუნის ზეთი
პილპილი და მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
1. ყვავილოვანი კომბოსტო პატარ-პატარა ნაჭრებად გავაცალკევოთ და გამზადებულ მდუღარე წყალში ჩავყაროთ. წამოვადუღოთ 2 წუთით. შემდეგ გადავწუროთ, სანამ კარგად არ დაიწურება.
2. ამასობაში დავჭრათ ჩვენი ლამაზი ბულგარულები. მე მაგალითად ვიყენებ წითელს, მწვანეს და ყვითელ ბულგარულს, თან სალათსაც ალამაზებს.
3. შემდეგ დავჭრათ ხახვი, მწვანილი, სალათის ფურცლები და მოვაყაროთ გაწურული, გამზადებული კომბოსტო. გემოვნებით მოვაყაროთ მარილი და პილპილი. მოვასხუროთ დაახლოებით პატარა ან ნახევარი ლიმონის წვენი. მოვასხათ ზეითუნის ზეთი, თქვენ რამდენიც გნებავთ. ეს ყველაფერი ერთმანეთში კარგად ავურიოთ და სალათიც მზადაა.
ყვავილოვანი კომბოსტო მწარე სოუსით
მასალის გამოყენების პირობები