ზუგდიდში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებულ სამივე საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.სკოლებში ამ დროისთვის სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა გონერ პაპავამ განუცხადა. მისივე თქმით, გაცდენილი საათები შაბათის ხარჯზე ანაზღაურდება.
ზუგდიდში 30 მარტს, ძლიერმა ქარმა ქალაქის პირველი, მესამე და ასევე, სოფელ რუხის საჯარო სკოლების სახურავის ნაწილი დააზიანა, რის გამოც სასწავლო პროცესი გუშინ შეწყდა.
მასალის გამოყენების პირობები