ჰოლივუდის მსახიობმა ანტონიო ბანდერასმა თავისი მეგობარი ქალი ნიკოლ კემპელი ნათესავებს გააცნო.
ცნობილია, რომ ესპანელი მსახიობი და რეჟისორი საქველმოქმედო ფონდის Fundacion Lagrimas y Favores-ის დამფუძნებელია. ფონდი კიბოთი დაავადებულ ადამიანებს ეხმარება, ასევე სტიპენდიებს ურიცხავს ესპანელ სტუდენტებს, რომლებიც აშშ-სა და კანადაში სწავლობენ.
ამ დღეებში ანტონიო თავის მშობლიურ ქალაქ მალაგაში გაემგზავრა, რათა წინასააღდგომო დღესასწაულისას მონაწილეობა მიეღო ყოველწლიურ პროცესიაში, რომელსაც ფონდი მართავს. ახლა ესპანეთში წინასააღდგომო წმინდა კვირეულია, მორწმუნეები ტაძრებში დადიან და ლოცულობენ. მსახიობმა გადაწყვიტა მალაგაში ყოფნისას თავისი მეგობარი ქალი - ჰოლანდიელი ბანკირი ნიკოლ კემპელი მშობლებისთვსი გაეცნო. ანტონიომ 34 წლის ნიკოლი მშობლებსა და ძმას ფონდის მიერ გამართულ საღამოზე წარუდგინა. ბანდერასი ჯერჯერობით შესაძლო ქორწინების შესახებ გავრცელებულ ინფორმაცაზე, კომენტარს არ აკეთებს.
შეგახსენებთ, რომ ანტონიო ბანდერასი 18-წლიანი ქორწინების შემდეგ, მელანი გრიფიტს 2014 წელს გაშორდა. განქორწინების ინიციატორი მელანი იყო. მათ ერთი ქალიშვილი, სტელა, ჰყავთ.
მასალის გამოყენების პირობები