ზუგდიდში, 10 ახალადშენებულ კორპუსში, 320 დევნილი ოჯახისათვის ბინები ფარული კენჭისყრით განაწილდა.
ბინების განაწილების პროცედურას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე კობა ქანთარია, დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილეები შოთა რეხვიაშვილი, გოგი ფაცაცია და მამუკა ცოტნიაშვილი, სახალხო დამცველის აპარატის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
მასალის გამოყენების პირობები