ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 76-ე წლისთავთან და რეფერენდუმის დღესთან დაკავშირებით,ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში პირველი პრეზიდენტის საოჯახო ალბომებიდან ამოღებული ფოტოების გამოფენა გაიმართა.
გარდა ამისა, შეხვედრის მონაწილეებმა ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობასა და შემოქმედებით ცხოვრებაზე მოხსენებები გააკეთეს.
ღონისძიება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და ცენტრალური ბიბლიოთეკის ორგანიზებით ჩატარდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მერაბ ქვარაიას თქმით, ეს დღე ყოველთვის განსაკუთრებული იქნება საქართველოს ისტორიაში, რადგან სწორედ ასეთი ღონისძიებები ეხმარება საზოგადოებას, მუდამ ახსოვდეს მისი წარსული და გმირები.
დღეს ქალაქ ზუგდიდის მერიის ორგანიზებით, ზვიად გამსახურდიას სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
მასალის გამოყენების პირობები