ქალაქ ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ სტიქიის შედეგების ოპერატიულად აღმოფხვრის მიზნით საგანგებო თათბირი მოიწვია.
თათბირზე ცხელ ხაზზე შემოსული ოპერატიული შეტყობინებების რაოდენობა განიხილეს, შეფასდა დაზიანებების ხარისხი, ზარალის ოდენობა. ქალაქის მერის ირაკლი გოგოხიას განცხადებით, სტიქიის შედეგების დროული აღმოფხვრის მიზნით საჭირო თანხა მერიის სარეზერვო ფონდიდანაც გამოიყოფა.
30 მარტს მოვარდნილმა ძლიერმა ქარმა სამეგრელო-ზემო სვანეთის სოფლები დააზარალა. სტიქიის შედეგად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 100-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. სახლების უმეტეს ნაწილს ქარმა სახურავი მთლიანად , ხოლო ზოგიერთს - ნაწილობრივ გადახადა. სახლები ასევე დაზიანდა წალენჯიხის, მარტვილისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტბში. ამ დროისთვის ზარალის დამთვლელი კომისია მონაცემებს სწავლობს.
მასალის გამოყენების პირობები