რუბრიკები
ლეონარდო დი კაპრიო მალიბუზე სახლს აქირავებს
ლეონარდო დი კაპრიომ, რომელმაც 2014 წელს ფილმში „უოლ-სტრიტის მგელი“ შესრულებული მთავარი როლისათვის 25 მლნ დოლარი მიიღო, გადაწყვიტა თავისი აურაცხელი სიმდიდრე სხვა საშუალებით კიდევ უფრო გაზარდოს. მსახიობი მალიბუზე,„მილიარდერების სანაპიროზე“ სახლს აქირავებს. მსურველებს სახლის დაქირავება თვეში 23 ათას დოლარად შეუძლიათ, მთელი ზაფხულით კი - 50 ათას დოლარად. ამის შესახებ Forbes-ი იუწყება. სანაპიროს ოფიციალური სახელწოდებაა „კარბონ ბიჩი“, თუმცა ის უფრო მეტად ცნობილია როგორც მილიარდერებისა და ცნობილი ადამიანების ადგილი. გამოცემა აღნიშნავს, რომ დი კაპრიო, რომელიც ცოტა ხნის წინ ახალ გოგონასთან ერთად დაინახეს, ვერასდროს იფიქრებდა, რომ სახლი, რომელიც 1998 წელს 1,6 მლნ დოლარად შეიძინა, 17 წლის შემდეგ 15 მლნ დოლარი ეღირებოდა. ლეოს სახლი დიდი არ არის. მასში განთავსებულია სამი საძინებელი, ორი სააბაზანო, ფართო სასტუმრო ოთახი მდიდრული პარკეტის იატაკით, სპა-ცენტრი და ბარბექიუს მოედანი. თუ სად გაატარებს თავად მსახიობი ზაფხულს, უცნობია. 2013 წელს მან მალიბუში მდებარე თავისი უზარმაზარი სახლი 17,350 მლნ დოლარად გაყიდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.