რუბრიკები
Walt Disney „მულანს“ მხატვრულ ფილმად აქცევს
კინოსტუდია Walt Disney ცნობილი მულტფილმების მხატვრულ ფილმებად გადაქცევის ექსპერიმენტს აგრძელებს. როგორც The Hollywood Reporter იტყობინება, ამჯერად „მულანის“ დრო დადგა. სტუდია მას live-action ფორმატში გადაიღებს. შეგახსენებთ, რომ 1998 წლის მულტფილმში სიუჟეტი იწყობა ახალგაზრდა ქალბატონის გარშემო, რომელიც თავის კაცად წარმოჩენას გადაწყვეტს, რათა ჯარში ავადმყოფი მამის ადგილი დაიკავოს. თავისი მეგობრების დახმარებით, რომელთაგან ერთ-ერთი დრაკონია, ის გამოცდილი მეომარი და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჩინელი გმირი ხდება. მულტფილმის მსოფლიო შემოსავალი საკმაოდ მოკრძალებული -304 მილიონი დოლარი იყო, მაგრამ ამას მისთვის „ოქროს გლობუსისა“ და „ოსკარის“ ნომინაციების მიღებაში ხელი არ შეუშლია. 2005 წელს კი DVD-ზე მისი გაგრძელება გამოვიდა. აღსანიშანვია, რომ ეს ცნობილი ზღაპრების live-action ფორმატში გადაღების პირველი მცდელობა არაა. სტუდიამ უკვე გამოუშვა „მალეფისენტი“ და „კონკია“, ხოლო უახლოეს მომავალში ფილმების „ურჩუხლი და მზეთუნახავი“ და „დამბო“ პრემიერებიც იგეგმება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.