ცნობილი ხდება, რომ NASA-ს მიერ 2018 წლისთვის დაგეგმილ მისიაში მთვარეზე, ერთ-ერთი კოსმონავტი საქართველოდან იქნება. ეს ინფორმაცია დღეს, ჰიუსტონში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ამერიკის აერონავტიკისა და კოსმოსის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გაავრცელა.
როგორც NASA-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერმა, ანა-მარია ტროტამ განაცხადა, ქართველი კოსმონავტის შერჩევა სექტემბრიდან დაიწყება და მისიის საბოლოო მონაწილის ვინაობა წლის ბოლომდე გახდება ცნობილი. შერჩეული კანდიდატები ლინდონ ჯონსონის კოსმოსურ ცენტრში გაივლიან ასტრონავტთა მომზადების პროგრამას, მათ ჩაუტარდებათ სამედიცინო, ფსიქოლოგიური და ფიზიკური შესაძლებლობების ტესტები.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პატარა ნაწილი კოსმოსში ჯერკიდევ 1977 წლიდან მოგზაურობს. ამ წელს, NASA-მ უპილოტო ხომალდი "ვოიაჯერი" გაუშვა სატურნის მიმართულებით, რომელსაც კაცობრიობის სხვა კულტურულ და სამეცნიერო მონაპოვრებთან ერთად, ქართული სიმღერა "ჩაკრულოს" ჩანაწერიც გააყოლეს. სამწუხაროა, რომ ეს სიახლე მხოლოდ საპირველაპრილო ხუმრობაა, რადგან ქართული გენი მხოლოდ სიმღერის სახით არ უნდა იყოს გაცდენილი დედამიწის საზღვრებს.
მასალის გამოყენების პირობები