ზუგდიდში საჯარო მოხელეებს ნარკო-ტესტის ჩაბარებისკენ მოუწოდებენ (ვიდეო)
15:38 / 01.04.2015
პოლიტიკური პარტიის "ბურჯანაძე-დემოკრატები" ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი გოგიტა ბიგვავა ქალაქ ზუგდიდის თვითმმართველობის წარმომადგენლებს ნარკო-ტესტის ჩატარებას ურჩევს. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განუცხადა. ბიგვავას თქმით, საზოგადოებაში არსებობს ეჭვი, რომ ქალაქის საკრებულოსა და მერიის ზოგიერთი თანამშრომელი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებელია. მას კონკრეტულად საჯარო მოხელეების ვინაობა არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ ამ პირებს მნიშვნელოვანი თანამდებობები უკავიათ.
"საზოგადოებაში არსებული ნებისმიერი აზრი არის მნიშვნელოვანი და საჭიროებს პასუხს. ამიტომ, ქალაქ ზუგდიდის საკრებულოში ჩვენი წარმომადგენელი თენგიზ ხარჩილავა იქნება მაგალითი და ის პირველი ჩაიტარებს ნარკო-ტესტს", - თქვა გოგიტა ბიგვავამ.
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ მერაბ ქვარაიამ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის განცხადებებს უსაფუძვლო უწოდა. თუმცა, იქვე აღნიშნა, რომ თუ ამის საჭიროება რეალურად დადგება, ის პირველი იქნება, ვინც უახლოეს დღეებში ნარკოლოგიურ შემოწმებას გაივლის.
"ვიცი, რომ ქალაქ ზუგდიდის საკრებულოსა და მერიაში დასაქმებულ მოხელეებს ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობები მოტანილი აქვთ. თუ ვინმე გამონაკლისია, ის უახლოეს დღეებში წარმოადგენს ამ ცნობას. ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ თვითმმართველობის ორგანოს იმიჯის შელახვის თავიდან ასაცილებლად უმჯობესია ასეთ შემთხვევაში კონკრეტული პირები დასახელდნენ, - თქვა რადიო "ათინათთან" საუბარში მერაბ ქვარაიამ.
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები