რუბრიკები
ხაჭოს პასკა ნაღებით
საჭირო ინგრედიენტები: 500 გ ხაჭო (მე ვიყენებ სოფლის ნობათის 0%-იანი ხაჭო) 1/3 ჭიქა შაქარი 3 კვერცხი 1 ჭიქა (200 გ) 35-40%-იანი ნაღები ვანილის შაქარი — ერთი პაკეტი ნახევარი ლიმნისგან დაწურული წვენი ფორთოხლის ცუკატები და/ან ქიშმიში – ½ ჭიქა ნიგოზი – ½ ჭიქა მომზადების წესი: წინასწარ, ცუკატები და ქიშმიში ჩაალბეთ რამდენიმე ხნით მდუღარეში, შემდეგ გადაწურეთ და გაავლეთ ცივ წყალში. გაშალეთ ქაღალდის ხელსახოცზე და გააშრეთ (შეგიძლიათ მხოლოდ ცუკატები გამოიყენოთ, ან მხოლოდ ქიშმიში – თქვენი გემოვნებით. ხაჭო გახეხეთ საცერზე, ისე, რომ ერთგვაროვანი გახდეს; შეურიეთ ცუკატები (ან ქიშმიში, ან ჩირი), ნიგოზი და ლიმონის წვენი; პატარა ჯამში ჩანგლით ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, დაუმატეთ ვანილი; ათქვეფილ კვერცხს დაუმატეთ ნაღები, შედგით მასა ორთქლზე და აქტიურად ურიეთ, სანამ არ გასქელდება (დაახლოებით მოხარშული კრემის სისქემდე); მიღებული ცხელი მასა შეურიეთ ხაჭოს და კარგად აურიეთ; პასკის სპეციალურ ხის ფორმაში ან თუშფალანგში (დურშლაგში) ჩააფინეთ ორი ფენა დოლბანდის ნაჭერი, ისე, რომ მისი ბოლოები გარეთ იყოს გადმოკიდებული. შემდეგ მოათავსეთ თუშფალანგში ხაჭოს მასა, მოუსწორეთ ზედაპირი და დოლბანდის ბოლოები გადააფარეთ ზემოდან. მოათავსეთ დოლბანდზე ბრტყელი თეფში (რომლის დიამეტრიც თუშფალანგის დიამეტრზე ნაკლებია), ხოლო თეფშზე რაიმე სიმძიმე – მაგალითად თუჯის ფილთაქვა, ან წყლით სავსე დიდი ქილა. შევდგათ ეს კონსტრუქცია მაცივარში 8-12 საათით; საუკეთესო შემთხვევაში – 24 საათით. კარგად დაწურული პასკა ამოვატრიალოთ თეფშზე და სურვილისამებრ მოვასხათ ზემოდან შოკოლადის გლაზური.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.