გამოცემა Deadline – ის თქმით ჰიუ ჯეკმანმა კინოსტუდია Warner Bros – ის ახალ ფილმში მთავარი როლი მიიღო. ავსტრალიელი წარმომავლობის მსახიობი ფილმის პროდუსერობასაც შეითავსებს ბენ აფლეკთან და მეთ დეიმონთან ერთად.
სავარაუდოდ ფილმში ასახული იქნება პავლე მოციქულის ცხოვრების და მოღვაწეობის კლასიკური ისტორია.
მოციქული პავლე თავდაპირველად ქრისტიანებს დევნიდა, თუმცა მოგვიანებით თავადაც იწამა ქრისტე. სწორედ მას მიაწერენ ახალი აღთქმის 14 წიგნის შედგენას. მოციქული პავლე რომში, იმპერატორი ნერონის მმართველობისას ჩამოახრჩეს.
მასალის გამოყენების პირობები