რუბრიკები
14 ოჯახი ნგრევადი ობიექტებიდან დევნილთა ახალ დასახლებაში ჩაასახლეს (ვიდეო)
ზუგდიდში, ნგრევად ობიექტებში ე.წ. „სამზარეულოსა" და „გარაჟის“ ჩასახლებაში მცხოვრები 14 დევნილი ოჯახი,  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა  განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, მინისტრის მოადგილეებმა შოთა რეხვიაშვილმა, მამუკა ცოტნიაშვილმა და სამეგრელო ზემო -ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ  ახალ დასახლებაში გადაიყვანეს. მინისტრ სოზარ სუბარის თქმით, „ დღეს ყველაზე გაჭირვებულმა ადამიანებმა მიიღეს ბინა.  ბუნებრივია, ყველას არ ეყოფა,  მაგრამ ძალიან მალე, დაახლოებით 3 კვირაში ახალი კორპუსების მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება და იქ ის დევნილები შესახლდებიან, რომლებმაც ამ ეტაპზე ბინები ვერ მიიღეს". -თქვა მინისტრმა. ზუგდიდში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით , განაცხადი 4190-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო , საიდანაც „ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის შესაბამისად“, ბინა 320 ოჯახს გადაეცა .  320 ბინიდან 40-ერთოთახიანი, 160 -ოროთახიანი , 120 -სამოთახიანია. დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, 10 კორპუსი გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (KFW) დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ააშენა. დევნილთა ახალი დასახლება ოფიციალურად  29 აპრილს გაიხსნება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.