აუტიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ზუგდიდის არტ გალერეაში მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლის გიგი სიჭინავას ნახატების გამოფენა მოეწყო. ღონისძიება სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა" ფარგლებში, ასოციაცია „ათინათის" ორგანიზებით და სამოქალაქო კლუბი „ედელვაისი“ ინიციატივით გაიმართა.
ღონისძიების მიზანი იყო, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება და აუტიზმის მიმართ ტოლერანტობის გაღრმავება.
პროგრამა PH International-ის მიერ USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება,სამეგრელოში პროგრამას პარტნიორობას ასოციაცია "ათინათი" უწევს.
2007 წლის 18 დეკემბერს მიღებული რეზოლუციით, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ გამოაცხადა, რასაც ერთხმად შეუერთდა მსოფლიოს ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველო. აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებული იყო აუტიზმის შემთხვევათა მაღალი სიხშირით,რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ათობით მილიონ შემთხვევას უტოლდება, რის გამოც ეს პრობლემა შეფასდა მსოფლიოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ კრიზისად და მნიშვნელოვან გამოწვევად. აუტიზმი მიეკუთვნება ნეიროგანვითარებითი დაავადებების ჯგუფს და ხასიათდება სოციალური ურთიერთობების, კომუნიკაციისა და ქცევის პრობლემებით.
მასალის გამოყენების პირობები