მასალა:
1 ჭიქა დაკონსერვებული ანანასი
3 პამიდორი
2 ფორთოხალი
1 ჩაის ჭიქა შაქარი
2-3 სუფრის კოვზი ნაღები
ცოტაოდნი ჯანჯაფილი
ლიმონის წვენი
მწვანე სალათა
მარილი გემოვნებისამებრ
მომზადების წესი:
ანანასი, პამიდორი, ფორთოხალი და ჯანჯაფილი დავჭრათ მომცრო ნაჭრებად, ავურიოთ შაქრის, მარილის და ლიმონის წვენის ნარევში. რამოდენიმე ხნით შევდგათ მაცივარში.
მაგიდაზე მიტანის წინ სალათა მოვათავსოთ სალათის ფურცლებით მორთულ ლანგარზე.
გემრიელად მიირთვით!
მასალის გამოყენების პირობები