რუბრიკები
ფოთში საჯარო მოხელეთა კონკურსი გადაიდო

ფოთში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი კიდევ ერთხელ გადაიდო. გავრცელებული ინფორმაციით, კონკურსი 14 აპრილის ნაცვლად, სავარაუდოდ ივნისში ჩატარდება.

კონკურსის ჩატარების ვადების შეცვლასთან ერთად საკონკურსო კომისიის თავჯდომარეებიც იცვლებიან.  ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ირაკლი კაკულიას შემდეგ აღნიშნული პოსტი მერის მოადგილემ ლევან ჩოჩიამ დაიკავა,  ჩოჩიამაც  დატოვა თავმჯდომარის თანამდებობა და მას ისევ მერის მოადგილე ნიკოლოზ გრიგოლია ასრულებს. ჩოჩია თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების მიზეზად ვადების გადაწევას ასახელებს. კონკურსის ჩატარების დროში გაწელვასა და თავმჯდომარეების ცვლას საკრებულოში ოპოზიციური პარტიის წევრები ხელოვნურს უწოდებენ.

 41 ვაკანსიაზე 2400-მდე განცხადებაა შესული. ერთ ადამიანს რამდენიმე ვაკანსიაზე (5 ვაკანსიაზე) შეუძლია გააკეთოს განაცხადი. ფოთელების გარდა ფოთში სამსახურის დაწყების მსურველი სხვა რეგიონებიდანაც არიან. ადგილობრივი ხელისუფლება საკითხზე ვრცელ კომენტარს არ აკეთებს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.