არასამთავრობო ორგანიზაციამ "საუნჯე", “ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს“ორგანიზებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ქარსაცავი ზონების აღდგენა–გაშენების მხარდასაჭერად აქცია გამართა.
ქარსაცავი ზონების აღდგენის იდეის ინიციატორები სოფლად მცხოვრები ახალგაზრდები არიან. მათი თქმით,აქციის მიზანია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ქარსაცავი ზოლების აღდგენა და რეაბილიტაცია.
დღევანდელ აქციაზე მყოფ ახალგაზრდებს სხვადასხვა ორგანიზაციები შეუერთდნენ და თითო ნაძვის ნერგი მიიტანეს. ნერგები რამდენიმე სოფლის რწმუნებულს გადაეცემა, რათა მათ სოფელებში მოახდინონ მოსახლეობის მობილიზება და საფუძველი ჩაუყარონ ქარსაცავების აღდგენა–გაშენებას.
აქციის ბოლოს მონაწილეებმა ქარსაცავების გაშენების მოთხოვნის პეტიციას მოაწერეს ხელი,რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს გადაეცემა.
მასალის გამოყენების პირობები