ასოციაციამ ,,დეა“ პროექტის "ჩვენ ვირჩევთ“ ფარგლებში საინფორმაციო-სადისკუსიო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ახალგაზრდები, პედაგოგები, ადგილობრივი მმართველობისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ასოციაციის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს "დეა"-ს ახალგაზრდული ჯგუფების მიერ ქალაქ ზუგდიდსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 15 თემში შშმ პირების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შეღწევადობის მონიტორინგი გააცნეს. მონიტორინგი თვითმმართველობის ორგანოების შენობებში, საჯარო სკოლებში, აფთიაქებში, ამბულატორიებსა და საბავშვო ბაღებში განხორციელდა. მონიტორინგი აქციის ,,შეცვალე“ ფარგლებში განხორციელდა და მიზანი იყო გარემოში არსებული ბარიერების გამოვლენა და მათი დაძლევის გზებისა და შესაძლებლობების განსაზღვრა.
მასალის გამოყენების პირობები