რუბრიკები
ქალაქ ზუგდიდში ახალი ხიდის მშენებლობა იგეგმება
ქალაქ ზუგდიდში მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით გათვალისწინებული ახალი ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებით  ვიცე მერმა  გია გულორდავამ, მერის მოადგილე კობა ჯიქიამ და საგანგებოდ თბილისიდან  ჩამოსულმა საპროექტო ჯგუფმა, წაღვერისა და ჯავახიშვილის ქუჩების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობის საკითხი განიხილა.  მათ  ადგილზე დაათვალიერეს  საპროექტო ტერიტორია. დაგეგმილია აღნიშნული ხიდის მშენებლობა, ასევე კედიას ჩიხიდან საპროექტო ხიდამდე საავტომობილო გზისა და ნაპირსამაგრის მშენებლობა. როგორც მერიის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, პროექტის განხორციელებით გადაიჭრება შემდეგი პრობლემები: ახალი ხიდისა და გამჭოლი გზების გახსნით მნიშვნელოვნად განიტვირთება ქალაქის ცენტრი ავტომობილებისაგან, მოსახლეობა უმოკლესი გზით დაუკავშირდება მდინარის მეორე სანაპიროზე განთავსებულ ობიექტებს, კომბინატის დასახლებიდან და დაბალი ზონის სოფლებიდან ჩამოსული მოსახლეობა უმოკლესი გზით მოხვდება ქალაქის ცენტრში, ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებით კი იქ მცხოვრები მოსახლეობა თავიდან აიცილებს დატბორვის საშიშროებას.  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.