ინგრედიენტები:
თბილი რძე 250 მლ
კვერცხი 3
კარაქი 100 გ
შაქარი 1-1.5 ჭიქა
ქიშმიში 1/2 ჭიქა
საფუარი 7 გ
ფქვილი 650-750 გ
მარილი 1/2 ჩ.კ
ვანილი, დარიჩინი, მიხაკი, მუსკატის კაკალი გემოვნებით
ლიმონი
კონიაკი ან რომი 3 ს.კ
მომზადების წესი:
ქიშმიში გარეცხეთ, დაასხით კონიაკი და დატოვეთ რამდენიმე საათი.
80 მლ რძეს დაამატეთ საფუარი, 1-1 ს.კ შაქარი, ფქვილი და დადგით 15-20 წუთი.
დანარჩენ რძეს დაამატეთ კარაქი და გაათბეთ, რათა კარაქი ჩადნეს. ცოტა შეაგრილეთ და დაამატეთ შაქარი, საფუვრიანი ნარევი, კვერცხი, სუნელები, ლიმონის წვენი და ცედრა. შემდეგ დაამატეთ ფქვილი და კოვზით შეურიეთ. ცომი უნდა იყოს ისეთი სისქის, რომ კოვზი "დგებოდეს" შიგნით, ამოღებისას კი ცომი არ ჩამოდიოდეს ლენტასავით ,შეურიეთ ქიშმიშიც.
ცომს თავზე გადააფარეთ და დადგით ასაფუებლად 5-6 საათი. შემდეგ გადაზილეთ და ზეთიანი ხელებით გადაიტანეთ ცხიმწასმულ ფორმებში. ფორმა შეავსეთ მხოლოდ 1/3-ზე. აცალეთ ხელახლა ამოფუვდეს და ფორმა შეავსოს, შემდეგ კი გამოაცხვეთ 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
გამოდის 5-6 საშუალო ზომის კულიჩი.
მასალის გამოყენების პირობები