ინგრედიენტები:
კვერცხი 8
ხახვი 1-2
სტაფილო 1
დაკონსერვებული ბარდა 100 გ
პაპრიკა 1 ს.კ
მაიონეზი 1 ს.კ
მარილი და პილპილი
მომზადების წესი:
კვერცხი მაგრად მოვხარშოთ, გავყოთ შუაზე და ფრთხილად ამოვაცალოთ გული.
ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვშუშოთ. 1/3 ხახვს დავამატოთ 100 გ მწვანე ბარდა და 3 წუთის შუშვის შემდეგ კარგად ჩავზილოთ.
1/3 ხახვთან და პაპრიკასთან ერთად მოვშუშოთ გახეხილი სტაფილო და ისიც ჩავზილოთ,დანარჩენი კი დავუმატოთ მოხარშული კვერცხის გულს. თითოეული მასა შევანელოთ მარილითა და პილპილით.
კვერცხის ცილები დავტენოთ მომზადებული გულსართებით, მოვრთოთ მწვანე ბარდის მარცვლებითა და მაიონეზით.
თუ გვსურს, რომ კვერცხებს უფრო ინტენსიური ფერი მივცეთ ან განსხვავებული ფერის იყოს, შევღებოთ საკვებისთვის განკუთვნილი საღებავებით.
მასალის გამოყენების პირობები