Facebook-ის დამაარსებელმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ საკუთარი სურვილის მიხედვით, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას გეგმავს, წერს ამერიკული სააგენტო Associated Press.
„ცოტამ იცის, რომ დედის მხრიდან წარმოშობით უმანიდან ვარ. თავად მე ძალიან მორწმუნე არ ვარ, მაგრამ რამდენიმეჯერ ჰასიდებთან ერთად, ინკოგნიტოდ უმანში როშ ა-შანას (ებრაული ახალი წელი) დღესასწაულზე ჩავსულვარ. უკრაინას ჩემს მეორე სამშობლოდ მივიჩნევ.
ამიტომ მშვიდად არ შემიძლია ვუყურო, რასაც რუსეთი ყირიმსა და დონბასში აკეთებს”, აღნიშნა Facebook-ის შემქმნელმა.
”გარდა ამისა, - განაგრძო მილიარდერმა - როდესაც მე რუსეთში ჩავედი და პრეზიდენტთან მქონდა ურთიერთობა, მგონი მაშინ ეს მედვედევი იყო. მან მე ფეხი დამადგა და ბოდიშიც არ მოუხდია. ამიტომ მივიჩნევ, რომ მან ეს სპეციალურად გააკეთა. ასე მხოლოდ ველური და უზრდელი ადამიანები იქცევიან”.
ცუკერბერგმა განაცხადა, რომ გათიშავს Facebook -ზე წერის საშუალებას რუსული სეგმენტისათვის. მანვე ანალოგიურისკენ მოუწოდა სხვა სოციალურ ქსელებსაც.
მასალის გამოყენების პირობები