რუბრიკები
შოუ და ბიზნესი
მსოფლიო შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ადამიანები არიან, ვისაც დიდი შემოსავალი საკუთარი პროფესიის წყალობით აქვთ. თუმცა, როგორც ჩანს, ცნობილი მსახიობებისთვის, მომღერლებისთვისა და სპორტსმენებისთვის ეს საკმარისი არ არის და ბევრი მათგანი დამატებითი შემოსავლის მიღებას ბიზნესის წყალობით ცდილობს. შოუ-ბიზნესის ცნობილი წარმომადგენლების ბიზნეს-ინტერესები ბევრ სფეროს მოიცავს, მათ შორის ღვინის წარმოებას, ტანსაცმლისა და კოსმეტიკის საკუთარი ხაზის შექმნას. ბიონსე - ტანსაცმლის ხაზი House of Deron ცნობილმა მომღერალმა ბიონსემ ტანსაცმლის საკუთარი ბრენდის წარმოებაზე ჯერ კიდევ 2004 წელს განაცხადა და ბიზნესი დედასთან, დიზაინერ ტინა ნოულზთან ერთად წამოიწყო. ბრენდის სახელად კი ბიონსემ ბებიის გვარი აირჩია. House of Deron ყველასთვის ხელმისწავდომ ტანსაცმელს უშვებს, რომელიც პოპულარულია ბიონსენს თაყვანისმცემლებში. მარია შარაპოვა - Sugarpova კანფეტების ბიზნესი რუსმა ჩოგბურთელმა ნიუ იორკში, 2012 წელს წამოიწყო და ბრენდს Sugarpova უწოდა. დღეს მარია შარაპოვას კანფეტების ბრენდი საკმაოდ დიდ ასორტიმენტს მოიცავს. თუმცა, ის ასევე ცნობილია იმით, რომ უშვებს ჩოგბურთის ბურთის, ფეხსაცმელების, ტუჩების ფორმის კანფეტებს. მარია შარაპოვამ თავის ბიზნესში 500 ათასი დოლარის ინვესტირება მოახდინა. ლედი გაგა - სუნამო Fame უკვე წლებია, მსოფლიო ვარსკვლავები საკუთარი სახელობის სუნამოს უშვებენ. ბოლო წლებში საკმაოდ პოპულარობით სარგებლობს კრისტინა აგილერას, ნაომი კემპბელის, მადონას, ჯასტინ ბიბერის სუნამოები, თუმცა ყველაზე სკანდალური მაინც ეპატაჟური ლედი გაგას სუნამო გამოდგა. როგორც მომღერალმა სუნამოს პრეზენტაციაზე დააანონსა, მის სუნამოს სპერმისა და სისხლის სუნი ექნებოდა. თუმცა, მოგვიანებით ლედი გაგამ აღნიშნა, რომ სუნამო დამზადებული იქნებოდა ამ ორი კომპონენტის მოლეკულურ სტრუქტურაზე, მაგრამ სისხლისა და სპერმის სუნი არ ექნებოდა. საბოლოოდ Fame-მ, რომელიც 2012 წელს გამოვიდა გაყიდვაში, ყვავილების არომატი შეიძინა. თუმცა, სუნამოსთვის მაინც უჩვეულო - შავი ფერი ჰქონდა. სტინგი - ფერმერული პროდუქტი 1997 წელს ბრიტანელმა მომღერალმა იტალიაში ვილა ”ტენუტა ილ პალაჯიო” შეიძინა და მას მერე ტერიტორია ფერმად აქცია. იტალიაში მდებარე ფერმაში სტინგსა და მის მეუღლეს ხილი და ბოსტნეული მოჰყავთ, ასევე გაშენებული აქვთ ვენახი და ზეითუნის ხეები. სტინგის ფერმა 365 ჰექტარზეა გადაჭიმული, სადაც 15 ადამიანია დასაქმებული. მომღერლის მეურნეობა ღვინოს, თაფლსა და ზეთს აწარმოებენ. ერთი ბოთლი ღვინის ღირებულება 12 ფუნტიდან იწყება, ზეითუნის ზეთის - 14,99 ფუნტიდან, ხოლო ერთი ქილა თაფლი 4,99 ფუნტი ღირს. რამდენიმე წლის წინ სტინგმა ეკოპროდუქტების მაღაზია გახსნა იტალიაში, ასევე პროდუქციის ექსპორტს ახდენს აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში. პოლ ნიუმანი - სასალათე სოუსები ამერიკელი მსახიობი, კინორეჟისორი, ავტომრბოლელი და ქველმოქმედი პოლ ნიუმანი 2008 წელს გარდაიცვალა, თუმცა მისი სახელი არა მხოლოდ ფილმის ტიტრებში, არამედ ამერიკის მაღაზიების დახლებზეა უკვდავყოფილი. კომპანია Newman’s Own-მა სასალათე სოუსების წარმოება მსახიობის გასტრონომიული ექსპერიმენტის შემდეგ დაიწყო. ნიუმანმა, რომელსაც ძალიან უყვარდა კერძების მომზადება, ერთ საღამოს მეგობრები სალათსა და ამ სალათისთვის დამზადებულ სპეციალურ სოუსზე მიიწვია. სოუსმა ისეთი მოწონება დაიმსახურა, რომ მეგობრება პოლს ამ ბიზნესით დაკავება შესთავაზეს. დღეს პოლ ნიუმენის კომპანია, რომელიც 1982 წელს დაფუძნდა, სასალათე სოუსების გარდა, საკვებ პროდუქტებს, ნახევარფაბრიკატებს, უალკოჰოლო სასმელებსა და იოგურტებს აწარმოებს. გაყიდვებიდან შემოსული მოგება კი ქველმოქმედებას ხმარდება. გასულ წელს პოლ ნიუმანის საქველმოქმედო ფონდი 700 ორგანიზაციას დაეხმარა, რომელთაც საერთო ჯამში 30 მილიონი დოლარის დახმარება მიიღეს. ჯასტინ ტიმბერლეიკი - ტეკილა 901 მექსიკაში ერთ-ერთი ვიზიტის დროს ჯასტინ ტიმბერლეიკმა საკუთარი ალკობიზნესის წამოწყება გადაწყვიტა და Sauza Tequila-სთან ერთად მსუბუქი ტეკილას წარმოება დაიწყო, სახელწოდებით ”901”. ერთ-ერთი ვერსიით, სახელწოდება ”901” მომღერლის მშობლიური ქალაქ მემფისის სატელეფონო კოდის საპატივსაცემოდ მიიღო. ჯასტინ ტიმბერლეიკის მიერ წარმოებული ერთი ბოთლი ტეკილას ღირებულება 54,90 ფუნტია. ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი - ღვინის წარმოება 2012 წელს ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის მიერ წარმოებული ღვინის 6 ათასი ბოთლი ინტერნეტში ხუთი საათის განმავლობაში გაიყიდა. ვარსკვლავურმა წყვილმა 2008 წელს საფრანგეთში, პატარა სოფელ კორანში ვენახი შეიძინა, სადაც ”გრენაშის”, ”შირაზისა” და ”სენსოს” ჯიშები გამოჰყავთ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.