9 აპრილს საქართველოს კინოთეატრებში გაიმართება პრემიერა ფილმისა “ფორსაჟი 7 3D″.
ფილმი 2014 წელს უნდა გამოსულიყო, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი გმირის პოლ უოკერის მოულოდნელი გარდაცვალების გამო პრემიერა 1 წლით გადაიდო.
აღსანიშნავია ფილმის ვარსკვლავური შემადგენლობა: ვინ დიზელი, მიშელ როდრიგესი, პოლ უოქერი, დუეინ ჯონსონი, კურტ რასელი, ჯეისონ სტეტჰემი, რომელიც ფილმის მეშვიდე ნაწილის გადაღებისას დაემატა მსახიობთა გუნდს და სხვ…
პრემიერას სულმოუთმელად ელიან ქართველი კინომანები.ამ მოლოდინს ამძაფრებს ის ფაქტი, რომ მაყურებელი ფილმის მეშვიდე ნაწილს 3D ფორმატში ნახავს.
ვარაუდობენ, რომ ეს „ფორსაჟის“ საუკეთესო ნაწილი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები