რუბრიკები
Facebook-ი მსოფლიოში ყველაზე დიდ open space-ში გადავიდა
Facebook-ის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა მარკ ცუკერბერგმა თავის გვერდზე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კომპანია ახალ შტაბ-ბინაში გადავიდა, რომელიც კალიფორნიაში, მენლო-პარკში მდებარეობს. 40 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის ოფისი 2800 თანამშრომელზეა გათვლილი. შენობის სახურავზე კი ბაღია. ცუკერბერგმა განაცხადა, რომ მათი მთავრი ამოცანა იყო იდეალური საინჟინრო სივრცის შექმნა, რომელიც განასახიერებდა თანამეგობრობას და ურთიერთობებს, როგორც სოციალური ქსელი. „ამისათვის კი შეიქმნა მსოფლიოში ყველაზე დიდი open space-ი - ერთი ოთახი ათასი ადამიანის სამუშაოდ“, - დაწერა ცუკერბერგმა თავის პოსტში. სახურავზე კი 36 ათასი კვარდატული მეტრი ფართობის პარკია. „შენობა საკმაოდ უბრალოა. ეს განგებ გავაკეთეთ. ჩვენ გვსურდა შეგვექნმა სივრცე, რომელიც აღიქმება როგორც დაუსრულებელი. როცა შემოდიხართ ჩვენს შენობაში, უნდა შეიგრძნოთ, რამდენი გვაქვს კიდევ გასაკეთებელი ჩვენი მისიის შესასრულებლად-დავაკავშიროთ მსოფლიო“, - დაწერა ცუკერბერგმა. Facebook-ი პალო-ალტოდან მენლო-პარკში 2011 წელს გადავიდა. სოციალურმა ქსელმა იქ დაიკავა ოფისი, რომელიც ადრე კომპანია Sun Microsystems-ს ეკუთვნოდა. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, Facebook-ის კამპუსის გვერდით თანამშრომლებისთვის ააშენებენ საცხოვრებელ კომპლექს ანტონ-მენლოს, 394 სახლით. იქ სახლების გარდა განთავსდება ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა - მაღაზიები, კაფეები, სპორტული დარბაზები და სხვა ობიექტები.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.